Posts

Showing posts from October, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგი  შინაარსობრივად  დატვირთული,  ნაყოფიერი    და  ძალიან  საინტერესო  იყო.   ტრენერი   გასაგებად  ხსნიდა  მასალას,  ხშირად  გვამეორებინებდა  და  ამიტომ  კარგად  დამამახსოვრდა.    მიღებული  ცოდნა  ძალიან  მნიშვნელოვანია  და  მომავალში  აუცილებლად  გამოვიყენებ.   კარგად  გავიაზრე  პროექტის  გეგმის  კომპონენტები,  აქტივობების  სწორად  დაგეგმვა,  შეფასების  რუბრიკები  და  სხვა.  ვფიქრობ,  მნიშვნელოვნად  გავაუმჯობესე  კომპიუტერთან  მუშაობის  უნარები, განსაკუთრებით  მომეწონა  ღრუბლებში  მუშაობა.  ტრენინგზე  ნამდვილად  მივიღე  ჩემთვის  ძალიან  საჭირო  ცოდნა,  რისთვისაც  დიდ  მადლობას  ვუხდი  ტრენერს. 

მერვე დღე

ჩემთვის  ტრენინგის  მე-8  დღე  ძალიან  ნაყოფიერი  იყო.  მეცადინეობის  დასაწყისში  გავიმეორეთ  წინა  შეხვედრებზე  შესწავლილი   მასალა.  შემდეგ  ვისაუბრეთ  აქტივობებზე,  ასევე  დიფერენცირებულ  სწავლაზე.  სახელმძღვანელოში  წავიკითხეთ   მოდული  VI,  აქტივობა  1. განვიხილეთ  სააზროვნო  უნარები,  ვიმსჯელეთ.  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონზე ,  შევავსეთ  ყველა  პუნქტი   და  დავასრულეთ.  შემდეგ  გავეცანით  სხვადასხვა  საგანმანათლებლო   საიტებს,  ვისაუბრეთ,  თუ  როგორ  გავხადოთ სწავლება  უფრო  ეფექტური  ტექნოლოგიების  გამოყენებით.  დავაკომენტარეთ  კოლეგების  ბლოგები.

მეშვიდე დღე

 ჩემთვის  მნიშვნელოვანი  იყო,  რომ  გავიმეორეთ  და  განვამტკიცეთ  წინა  მეცადინეობაზე შესწავლილი  მასალა, შემდეგ  განვიხილეთ  რამდენიმე  ნიმუში და  და   დავწერეთ  პროექტის  მოკლე  შინაარსი,  ვიხელმძღვანელეთ  არსებული  პროექტების  გეგმებით;   შემდეგ  გავწერეთ  სასწავლო  პროცედურები,  ამისათვის  კვლავ  გავეცანით    ნიმუშებს,   შევავსეთ  შეფასების  მოკლე  მონახაზის  გრაფა.  დღევანდელი  მეცადინეობა  ძალიან  ნაყოფიერი  იყო,  მიღებული  ცოდნა  დამეხმარება  მომავალში  პროექტების  სრულყოფილად  დაგეგმვაში.

მეექვსე დღე

დღეს  ვიმუშავეთ  GOOGLE  ღრუბლებში,  ფაილები  გადავიყვანეთ  რედაქტირების  რეჟიმში,  შევქმენით  პრეზენტაციის  შეფასების  ჩეკლისტი,  ამ  ჩეკლისტის  მიხედვით  შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი   პროგრამა  POWER POINT-ის  გამოყენებით. შემდეგ  ვისაუბრეთ  მოსწავლის  ნამუშევრის  შეფასების  რუბრიკაზე.  მივიღეთ  დავალება  მოვძებნოთ  ჩვენი  პროექტის  შესაბამისი  შეფასების  ფორმები  და  შევქმნათ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა. 

მეხუთე დღე

დღევანდელ  ტრენინგზე  ვისაუბრეთ  შეფასების  5  სტრატეგიაზე,  დაწვრილებით  განვიხილეთ  თითოეული  სტრატეგია  წყვილებში.  მიღებული  ცოდნა  აუცილებლად   გამომადგება  შემდგომ  მუშაობაში.  განვიხილეთ  პროექტის  შეფასების  მეთოდები  და  ინსტრუმენტები  და  ჩავწერეთ  გეგმაში.  განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  და  პრეზენტაციის  ჩეკლისტი.  ეს  დამეხმარება  დავალების  შესრულებაში  და  მომავალში  პროექტების  წარმატებით  დაგეგმვაში.  დავალებად  მივიღეთ  მოცემული  ჩეკლისტი  მოვარგოთ  ჩვენს  პროექტს.