მერვე დღე
ჩემთვის ტრენინგის მე-8 დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. მეცადინეობის დასაწყისში გავიმეორეთ წინა შეხვედრებზე შესწავლილი მასალა. შემდეგ ვისაუბრეთ აქტივობებზე, ასევე დიფერენცირებულ სწავლაზე. სახელმძღვანელოში წავიკითხეთ მოდული VI, აქტივობა 1. განვიხილეთ სააზროვნო უნარები, ვიმსჯელეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე , შევავსეთ ყველა პუნქტი და დავასრულეთ. შემდეგ გავეცანით სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტებს, ვისაუბრეთ, თუ როგორ გავხადოთ სწავლება უფრო ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით. დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები.
Comments
Post a Comment