პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს განვიხილეთ ტრენინგის მიზნები, გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს, ვისწავლეთ ნავიგაცია. კარგად გავაანალიზე, რას ნიშნავს პროექტებით სწავლება. ძალიან მომეწონა ვიდეო INTERBRIDGE. დეტალურად განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, რაც დამეხმარება მომავალში პროექტების ეფექტურად დაგეგმვაში. გავეცანით რამდენიმე მზა პროექტს, განვიხილეთ რესურსების სახეები. ასევე დეტალურად განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. საინტერესო იყო რუბრიკა " 21 საუკუნის უნარ-ჩვევები ." შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო და ბლოგი.
Comments
Post a Comment