Posts

Showing posts from September, 2017

მეოთხე დღე

ტრენინგის  მეოთხე  დღეს  ვიმუშავეთ  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე,  ვიმუშავეთ  წყვილებში  და  განვიხილეთ  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები.  შემდეგ  გავაკეთეთ  ჩვენს  მიერ  შედგენილი  კითხვების  პრეზენტაცია,  მოვიფიქრეთ  კითხვები  ჩვენი  პროექტისათვის,  ჩავწერეთ  Googledoc-ში,  გავუზიარეთ  ტრენერს  და  ერთმანეთს,  მივიღეთ  კომენტარები  ტრენერისგან  და  ერთმანეთისგან,  გადავამოწმეთ  სასწავლო  პროექტის  სტანდარტები,  ინდიკატორები  და  მიზნები.

მესამე დღე

ვისაუბრეთ  საგნობრივი  სტანდარტების  შესახებ,  შევედით  საიტზე  ncp.ge,  ვისწავლეთ  ამ  საიტზე  ნავიგაცია.  მოვიძიეთ  მომავალი  პროექტისთვის  საგნობრივი   სტანდარტები  და  ინდიკატორები.  საშინაო  დავალებად  მივიღეთ  კარგად  დავხვეწოთ იდეა,  სწორად  შევარჩიოთ  სტანდარტები  და  ინდიკატორები.  ვისაუბრეთ  პროექტის  მიზნებზე,  განვასხვავეთ  ბუნდოვანი  და  სპეციალური  მიზნები,  ჩამოვაყალიბეთ  ჩვენი  პროექტის  მიზნები,  რომლებიც  ასევე  კიდევ  უნდა  დავხვეწოთ  სახლში.

მეორე დღე

თითოეულმა  მასწავლებელმა  წარმოადგინა  მომავალი   პროექტის  იდეა,  განვიხილეთ  ეს  იდეები  და  ტრენერისგან  მივიღეთ  უკუკავშირი,  მოხდა  საბოლოო  საპროექტო  იდეების  ჩამოყალიბება.   შემდეგ  შევქმენით  ჩვენი  პორტფოლიოს  საქაღალდე,  გადავიტანეთ  ის  ელექტრონულ  ღრუბლებში.  ვისწავლეთ  დრაივში  მუშაობა.

პირველი დღე

ტრენინგის პირველ  დღეს  განვიხილეთ  ტრენინგის  მიზნები,    გავეცანით  ინტელის      ელექტრონულ  სახელმძღვანელოს,  ვისწავლეთ  ნავიგაცია.  კარგად  გავაანალიზე,  რას  ნიშნავს  პროექტებით  სწავლება.  ძალიან  მომეწონა  ვიდეო  INTERBRIDGE.  დეტალურად  განვიხილეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი,  რაც  დამეხმარება  მომავალში  პროექტების  ეფექტურად  დაგეგმვაში.  გავეცანით  რამდენიმე  მზა  პროექტს,  განვიხილეთ  რესურსების  სახეები.    ასევე  დეტალურად  განვიხილეთ  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკა.  საინტერესო  იყო  რუბრიკა " 21  საუკუნის  უნარ-ჩვევები ." შევქმენი  ელექტრონული  პორტფოლიო  და  ბლოგი.